среда, 19 октября 2011 г.

შეფასების რუბრიკა

აქტივობები
მოსწავლის ორგანიზება
დროის განაწილება
შეფასების ფორმა

ექსკურსიის დრო ბათუმში წყლის კუს აკვარიუმში დაკვირვება საშინაო დავალების პირობების გაცნობა
მთელი კლასი
საჭიროების მიხედვით
დაკვირვება






1-3
4-5
6-7
8-10

აქტივობა ექსკურსიის დროს
ექსკურსიის პასიური მონაწილეა
ექსკურსიაში აქტიურადაა ჩართული, აკვირდება ცხოველებს, ინსტრუქციას არასრულებს ზუსტად
ექსკურსიაში აქტიურადაა ჩართული ,აკვირდება ცხოველებს, დაკვირვების ჩანაწერებს ძირითადად ასრულებს.
ექსკურსიაში აქტიურადაა ჩართული აკვირდება ცხოველებს დაკვირვების შედეგების ჩაწერისას იყენებს ტექსტებს და ჩანახატებს






1-3
4-5
6-7
8-10

დავალების(თავისუფალი თემა )შესრულება
ვერ წარმადგინა თავისუფალი თემა
თემის უფრო ნაწილი დათმობილი აქვს ექსკურსიის მსვლელობას სხვა დეტალებს ვიდრე ექსკურსიის მიზანს
თემა დაწერილია გამართულად დიდი ნაწილი დათმობილი აქვს ექსკურსის მთავარ მიზანს
თემა სრულყოფილია როგორც მხატვრული ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით ახლავს თვალსაჩინოება

პროექტი

პროექტის სახელწოდება:,,წითელი წიგნი და წითელი ნუსხა“.

პროექტის იდეა:ჩვენს პლანეტაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

პროექტის აქტუალობა:საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შესწავლა შენარჩუნების მიზნით.

პროექტის მიზნი:ბუნების დაცვა. შენარჩუნება იშვიათი მცენარეების და ცხოველების.

მონაწილეთა ასაკი: 12 წლის.

ვადები/ხანგრძლივობა:7 დღე.

მოსალოდნელი შედეგი:მცენარეთა არიალის გაფართოება, სახეობათაგამრავლება .

საჭირო რესურსები:,,წითელი წიგნი“, დოკუმენტაცია რომელიც შეიცავს მონაცემებს გადაშენები გზაზე მყოფ მცენარეთა სტატუსის შესახებ,გავრცელების არიალის ადგილსამყოფელის რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული რისკფაქტორების შესახებ .

პროექტის მსვლელობა:წითელი წიგნი, საქართველოს ნაკრძალთა ნუსხა, საქართველოს ნაკრძალთა ტერიტორიაზეგავრცელებულ იშვიათ მცენარეთა ჩამონათვალი და მათი მნიშვნელობამოსწავლეებს შეუძლიათ ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე განსაზღვროს მარტივი კვებითი კავშირები, დაახასიათოს საქართველოს დაცული ტერიტორიები, იმსჯელოს ცხოველთა და მცენარეთა იმ სახეობების შესახებ რომლებიც გადაშენების ზღვარზე არიან, დასახონ გეგმა მდგომარეობის გამოსასწორებლად.





საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ეკოლოგია.



პროექტის ხელმძღვანელი:იზო ბურჯალიანი.

ელ.ფოსტა:izoburjaliani@gmail.com

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა










გაკვეთილის მთავარი თემა
უჯრედის აგებულება. უჯრედის ორგანოიდები და მათი ფუნქციები

სწავლების საფეხური
საბაზო





მოსწავლეთა რაოდენობა
10





გაკვეთილისმიზანი
მოსწავლეები დააკვირდნენ და ამოიცნონ სხვადასხვა ზომისა და ფორმის უჯრედები. ილუსტრაციებისა და პრეპარატების საშუალებით,აგრეთვე ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით განასხვაონ მცენარეული და ცხოველური უჯრედი ერთმანეთისგან. დააკვირდნენ და ამოიცნონ უჯრედის ძირითადი ნაწილები







გაკვეთილისშედეგი


მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებსა და გამოვლინებებს აგროვებს ინფორმაციებს მცენარეთა და ცხოვეკთა მრავალფეროვნების შესახებ. ილუსტრაციების საშუალებით წარმოადგენს ნახატის სახით

წინასწარიცოდნა








შეფასებისსაგანიდაპროცედურები


დაკვირვება ,ჩანახატების და ჩანაწერების შემოწმება







სასწავლომასალადა ტექნიკური რესურსები


ლუპა, მიკროსკოპი, სასაგნე მინები, საპრეპარაციო ნემსები,პინცეტი,წყალი,იოდის ხსნარი,პომიდორი,ხახვი,კომპიუტერი, ინტერნეტი http:/www.y.oulubr.com/watch?v=9ljQDnoCcY&/lature=related.







გაკვეთილისმსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა

ფრონტალური კითხვებით გამოკითხვა წინა მასალის

აქტივობა

ახალი მასალის წარმოდგენა დააკვირდით სახელმძღვანელოს და ტაბულაზედააკვირდით სხვადასხვა ფორმისა და ზომის უჯრედებს, შემდეგ კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და ვავალებ მწიფე პომიდვრის რბილობიდან ფრთხილად ამოაცალონ პატარა ნაწილი შიგთავსის დაუღვრელად და დაათვალიერონ შეუიარაღებელი თვალით ჩაინიშნონ რას დაინახავენ. შემდეგ აიღონ ლუპა და ლუპით დაათვალიერონ აღებული პატარა ნაწილები

კლასს ვუსვამ კითხვას რას წარმოადგენს თქვენს მიერაღებული პატარა ნაწილები? (უნდა მიპასუხონ რომ ეს უჯრედებია. ჩახატონ რვეულში)

იმისათვის რომ მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება ერთდროულად დაინახონ სხვადასხვა ზომის და ფორმის უჯრედები, შევთავაზებ თითოეულ ჯგუფს ბეგონიის ფოთლის ქვედა კანისგან მოამზადონ პრეპარატი. პრეპარატის მომზადება ისწავლეს წინა გაკვეთილზე რითაც ვამოწმებთ წინა გაკვეთილიდან მიღებულ ცოდნას. მოსწავლეები ამზადებენ პრეპარატს და ათვალიერებენ მიკროსკოპით.

ჯგუფის წევრები მსჯელობენ მიკროსკოპში ნანახის შესახებ შეაჯერებენ აზრებს და ქმნიან ნახატს თითოეული ჯგუფი თითოს.

ამის შემდეგ მათ უნდა გამოთქვან მოსაზრება რომ უჯრედები განსხვავდებიან ფორმით და ზომით.

განვუმარტავ კლასს რომ უჯრედებს რთული აგებულება აქვთ და შედგება ორგანოებისა და ორგანოიდებისაგან რომელთაც განსაზღვრული ფუნქცია აქვთ

კომპიუტერის საშუალებით ვუჩვენებ უჯრედის აგებულებას ელექტრონულ მიკროსკოპში სადაც აკვირდებიან მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს ვუსვამ კითხვას რა განსხვავებაა ამ უჯრედების აგებულებას შორის? მოსწავლეები ჩამოთვლიან მცენარეების უჯრედებს გააჩნიათ უჯრედის კედელი, ვაკუოლი და ქლოროპლასტები. რაც განაპირობებს იმას რომ მოსწავლეებმა გაიგეს უჯრედის აგებულება და განსხვავება მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს შორის.

იმისთვის რომ მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება უშუალოდ დააკვირდნენ უჯრედის ნაწილებს ჯგუფ ვთავაზობ მოამზადონ ხახვის ქერქის კანის პრეპარატი თითოეულმა გააკეთოს ჩანახატი რვეულში დახაზოს უჯრედი და აღნიშნოს მისი ნაწილები, ჯგუფებმა შეადარონ ნახატები ერთმანეთს.

კითხვებზე პასუხის საშუალებით ვაფასებ მოსწავლეებს.

საშინაო დავალება. გაეცნონ მეორე პარაგრაფს, გაამახვილონ ყურადღება უჯრედის ორგანოიდებზე, მათ ფუნქციებზე და უჯრედის ქიმიურ შემადგენლობაზე.